logo
ENG



"გლობალური ომის პარტიის მიერ ომში ჩათრევაზე" პროპაგანდას მინისტრები რუსულ ნარატივს უწოდებენ

15 მაი 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს პრესკონფერენციაზე გლობალური ომის პარტიის მიერ ომში ჩათრევის მცდელობაზე ქართული ოცნების პროპაგანდასთან დაკავშირებით ჰკითხეს. მას მინისტრებმა რუსული ყალბი ნარატივი უწოდეს. 

"სახუმარო და სასაცილო, ალბათ, არ არის. ეს არის კრემლის ნარატივი და ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ასეთი პერსპექტივა, ეს არის ყალბი ნარატივი და როცა არსებობს დიდი სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის დიდი მისწრაფება ამასთან დაკავშირებით, კრემლის ნარატივს არ უნდა ჰქონდეს აქ ადგილი", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკანამ. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით კი, ერთადერთი მტერი საქართველოს მოსკოვში ჰყავს. 

"ერთადერთი მტერი საქართველოს ჰყავს მოსკოვში. 2008 წელს საქართველოს დაესხა, 2022 წელს უკრაინას. ჩვენი მოვალეობაა, ვისაც უყვარს თავისუფლება, უნდა ვებრძოლოთ ამ ომის პარტიას მოსკოვში", - აღნიშნა მან.

 


close დახურვა